მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 202 შენობის მშენებლობა დასრულდა - ISET-ის 2019 წლის IV კვარტლის მიმოხილვა

5e5e8783d7ca3
თამთა ჯიჯავაძე
03.03.20 21:22
1376
2019 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში 331,296 კვ.მ ფართობის 202 ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ საუბარია ISET-ის მიერ „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობით მომზადებულ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

თბილისში ახალი უძრავი ქონების 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები შემდეგია: 153 საცხოვრებელი კორპუსი, საერთო ჯამში 150,921 კვ.მ ფართობით, 13 მულტიფუნქციური შენობა 100,986 კვ.მ და 36 კომერციული შენობა 79,389 კვ.მ ფართობით.

როგორც ISET-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა როგორც შენობების რაოდენობის მხრივ (-6.0%), ასევე საერთო ფართობის მხრივ (-13.1%).