08.ივნისი .2021 22:00

თბილისში 2021 წელს გარემოს დაცვის მიმართულებით 85 მლნ დაიხარჯება

თბილისში 2021 წელს გარემოს დაცვის მიმართულებით 85 მლნ დაიხარჯება
views 289
უკან

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს საზოგადოებას გარემოს დაცვის მიმართულებით 2017 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტების ანგარიში ჩააბარა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2017-21 წლებში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული პროექტების ჯამური ბიუჯეტი 195 მილიონი ლარია.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ამბობს, მხოლოდ 2021 წელს გარემოს დაცვის მიმართულებით 85 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

“ვთვლი, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს საკმაოდ მყისიერი შედეგი, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის საკმარისი, რადგან ქალაქში ძალიან სავალალო მდგომარეობა იყო. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული ბიუჯეტი. ამ ეტაპზე 2021 წელს 85 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 2020 წლის გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ ბიუჯეტზე ორჯერ მეტი იყო. ვფიქრობ, რომ ეს ტრენდი აუცილებლად შესანარჩუნებელია, იმისთვის, რომ უფრო კარგი შედეგი დაიდოს.”-აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

ცნობისთვის, 2017 წლიდან დღემდე თბილისში 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 მწვანე კუნძული მოწყო. საერთო ჯამში თბილისში 100 ჰექტარი ფართობი რეკრეაციული ზონის განახლება თუ მოწყობა განხორციელდა.