თბილისში ალექსეევკას დასახლებაში ფარმაცევტული პროდუქციის ლოჯისტიკური ცენტრი აშენდება. პროექტის პირველ ეტაპზე 400 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და იგი 2 წელიწადში ამოქმედდება.
ამის შესახებ BM.GE-ის ლოჯისტიკური ცენტრის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ემ ელ სი ლოჯისტიკს“-ის თანადამფუძნებელმა კახა ჟღენტმა განუცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ემ ელ სი ლოჯისტიკს“-მა ელექტრონულ აუქციონზე 16 340 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 508 000 ლარად შეიძინა და მისი ვალდებულება 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებაა.
თუმცა, როგორც კახა ჟღენტი ამბობს, კომპანია სახელმწიფო ქონებაში გადახდილი თანხის გარდა, პროექტში ჯამურად 3 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
„პროექტი 3 ეტაპად განხორციელდება და ჯამში 3 მლნ დოლარი ინვესტიცია ჩაიდება. ეს იქნება ფარმაცევტული პროდუქციის ლოჯისტიკური ცენტრი - თანამედროვე სასაწყობე მეურნეობა - თავის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ფარმაცევტული ტვირთების შენახვასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ეს იქნება ადგილობრივი ინვესტიციით ამოქმედებული პროექტი. სხვადასხვა ეტაპზე ალბათ გაჩნდებიან ახალი პარტნიორები, იმიტომ რომ პროექტი საკმაოდ მოცულობითია“, - აცხადებს „ემ ელ სი ლოჯისტიკს“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
მისივე თქმით, ცენტრის გახსნა 2022 წლისთვის იგეგმება, თუმცა პროექტი სრულად 5 წლიანი იქნება.
„პირველ ეტაპზე მოხდება ნებართვების აღება და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ტექნიკური უზრუნველყოფა და ა.შ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარმაცევტული ლოჯისტიკური ცენტრი 2022 წლისთვის ამოქმედდება.
მეორე ეტაპი იქნება რეგიონებში გაფართოვება და შეიქმნება ლოჯისტიკური პარკი. ტვირთების მიწოდება მოხდება მსხვილი ლოჯისტიკური კომპანიების დახმარებით.
პროექტი ჯამში 5 წლის განმავლობაში განხორციელდება და საბოლოო სახით 2025 წლისთვის ჩამოყალიბდება.
ჩვენს ლოჯისტიკურ ცენტრში მოხდება როგორც ადგილობრივი წარმოების ფარმაცევტული პროდუქტების დასაწყობება და შემდეგ რეგიონებზე განაწილება, ასევე იმპორტირებულისაც. ფაქტობრივად საქართველოში ასეთი მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული სასაწყობე ცენტრი არ არსებობს, რომელიც GMP-ის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
ჩვენ მიერ წინასწარი კვლევების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ამის მზაობა არის“, - განაცხადა კახა ჟღენტმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა