მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 507 კგ. ვადაგასული და 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

605db977d18dc
BM.GE
26.03.21 14:35
3802
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. 24-25 მარტს დედაქალაქის მასშტაბით 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507კგ. ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა:

• ი/მ - (მის: ფიფიას ქ.17) - 147. კგ ვადაგასული ხორცი

• შპს „ისთანბულ“ ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) - 340 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ.-მდე ვადაგასული ხორცი

• შპს „სანდრო“ (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) - 100 კგ.-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი

• შპს „ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები“ (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) - 50 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და დაექვემდებარება განადგურებას.

ასევე სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს - შპს „ნიკორას“ (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იგივე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან“) და შპს.“ინას“ (ს.კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5).

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. მიმდინარე წელს განხორციელდა 1048 სახელმწიფო კონტროლი და სხვადასხვა დარღვევისთვის 104 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.