მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 768 უბნის შედეგებით კალაძემ ხმათა 55.6%, ხოლო მელიამ - 44.39% აიღო

617e4caaa273a
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.21 11:53
623
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის თბილისის საარჩევნო უბნებიდან მიღებული საარჩევნო ოქმების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მიიღო.

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ვებგვერდზე თბილისის შემთხვევაში 768 უბანის შედეგებია ატვირთული და დარჩენილი 1 უბნის შედეგები რამდენიმე წუთში ტექნიკური გაუმართავობის აღმოფხვრის შემდეგ აიტვირთება.

„თბილისის შემთხვევაში 769 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ ერთი უბნის შედეგი არ არის ატვირთული. ამ შემთხვევაშიც ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს საქმე და რამდენიმე წუთში ეს ხარვეზი გამოსწორდება. ეს ნიშნავს, რომ ხმების 99.87%-ია დათლილია, საიდანაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ ხმების 44.39% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა კახა კალაძემ - 55.60%“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.