მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 8 800 ღერი უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

5f7729c151dc8
ინგა მურუსიძე
02.10.20 17:43
681
2 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ თბილისში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 8 800 ღერი (44 ბლოკი) უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი.

"ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევათა კოდექსის 155 პრიმა 2  მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საქმის მასალები გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.