11.ოქტომბერი.2018 19:00
საზოგადოება

თბილისში 90 ელექტრო ავტობუსის შემოყვანა იგეგმება

თბილისში 90 ელექტრო ავტობუსის შემოყვანა იგეგმება
თბილისში 90 ელექტრო ავტობუსის შემოყვანა იგეგმება - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ირმა არევაძემ გადაცემა ქალების ნარატივში განაცხადა. მისი თქმით, 2019 წლის ბოლომდე ავტოპარკი განახლდება. არსებული ავტობუსებიდან 550 ავტობუსი ჩასანაცვლებელია. 2019 წლის თებერვლიდან ავტობუსების ჩანაცვლება ეტაპობრივად დაიწყება. მისივე თქმით, კიდევ 220 ავტობუსთან დაკავშირებით ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. როგორც არევაძე აცხადებს, აზიის განვითარების ბანკთან 150 ავტობუსის დაფინანსებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეს ავტობუსები გაზზე მომუშავე იქნება. არევაძე იმასაც ამბობს, რომ თბილისში 90 ელექტრო ავტობუსის შემოყვანაც იგეგმება. ხოლო რაც შეეხება გრძელვადიან პროექტებს, ირმა არევაძის თქმით, მაღალი მოთხოვნის გათვალიწინებით, 2 წლის განმავლობაში ქალაქს კიდევ 200-300 ახალი ავტობუსი დაემატება.
„ძალიან დიდი ნაბიჯები იდგმება დღეს. პრიორიტეტულია ქალაქის ტრასპორტის განვითარება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის და შესაბამისად არის როგორც მოკლევადიანი ისე გრძელვადიანი პროექტები დაგეგმილი. მოკლევადიან პროექტებში არის სწორედ ავტობუსების ავტოპარკის განახლება. დღეს მოქმედი და ავტოხაზზე მომუშავე 560 ავტობუსი გვყავს და ასევე 134 სარეზერვი ავტობუსი. ამ მთლიანი მოცულობიდან 550 ავტობუსი არის ჩასანაცვლებელი ცალსახად. ეს პროექტი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება. 143 ახალი ავტობუსი უკვე დადის თბილისის ქუჩებში, 90 ავტობუსი 2019 წლის თებერვლიდან დაიწყებს შემოსვლას, ეს შესყიდვის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. 220 ავტობუსის შესყიდვისთვის კვლევა არის ჩატარებული და უახლოეს დღეებში ტენდერიც გამოცხადდება. 150 ავტობუსთან დაკავშირებით, აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს დაფინანსებაზე მოლაპარაკებები და ეს არის გაზზე მომუშავე ავტობუსები. ასევე ვგეგმავთ დამატებით 90 ელექტრო ავტობუსის შემოყვანასაც. გრძელვადიან პროექტებს რაც შეეხება 2 წლის განმავლობაში იგეგმება კიდევ 200-300 ახალი ავტობუსის დამატება, იმიტომ რომ ქალაქი ამას ითხოვს როგორც ვუყურებთ და ამაზე მუშაობს მერია საერთაშორისო საკონსულატაციო ჯგუფთან ერთად სატრასპორტო სისტემის განვითარების მიმართულებით.“- აცხადებს თბილისის სატრასპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი ირმა არევაძე.






ავტორი: ანუკა ჯოხაძე

21.ივნისი.2019 00:15
148

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში

ვრცლად
21.ივნისი.2019 00:12
180

აშშ-ს საელჩო:მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

ვრცლად
20.ივნისი.2019 23:55
254

მამუკა ბახტაძე: ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:59
298

გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:53
274

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი"

ვრცლად
20.ივნისი.2019 21:49
666

კობახიძე: ეს იყო მაკრომენეჯმენტის ხარვეზი

ვრცლად