მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა

5e8c37c0af082
ინგა მურუსიძე
07.04.20 12:19
1997
თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა, - ინფორმაცია ამის შესახებ bm.ge-ის თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

"კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა", - აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის: ღია აგრარული ბაზრები უკვე დაიკეტა რამდენიმე რეგიონში. მათ შორისაა სამეგრელო-ზემო სვანეთი, ასევე, იმერეთი, კახეთი.  bm.ge არკვევს, კიდევ რომელ რეგიონებში იხურება ბაზრები.