მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, ბინების გაყიდვები, მთაწმინდის გარდა, ყველა რაიონში გაიზარდა - TOP-3 უბანი

637a265678ab9
მარიამ დემეტრაშვილი
20.11.22 17:30
5362
„თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბერში, დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის, ასევე გასაყიდი და გასაქირავებელი ფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა.

განახლებული მონაცემებით, საცხოვრებელი ბინების სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა, მთაწმინდის გარდა (-9%), თბილისის ყველა რაიონში გაიზარდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, ოქტომბერში გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობის ზრდის მიხედვით, TOP-3 უბნის რეიტინგი ასეთია:

• ჩუღურეთი(+78%);
• კრწანისი(+59%);
• ისანი (+58%).

რაც შეეხება სხვა უბნებს, წინა წელთან შედარებით, ოქტომბერში ვაკეში 49%-ით მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, გლდანში - 45%-ით, დიდ დიღომში - 37%, ხოლო საბურთალოს რაიონში - 30%-ით.

„თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევის შედეგების მიხედვით, ოქტომბერში ახალი გარემონტებული ბინის საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 303$-ს მიაღწია, მწვანე კარკასის შემთხვევაში - 1 124$, თეთრი კარკასი - 970$, შავი კარკასი - 962$, ხოლო ძველი გარემონტებული ბინების ფასი - 912$-ია.

აღსანიშნია ისიც, რომ მთაწმინდაზე ბინებზე მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, საცხოვრებელი ქონება ოქტომბერში ყველაზე მეტად 38%-ით სწორედ მთაწმინდაზე გაძვირდა, ფასების ზრდის მიხედვით მეორე ადგილს საბურთალო (+35%), მესამეს კი ნაძალადევი (+23%) იკავებს.