01.აგვისტო .2020 11:00

თბილისში ბინების ტრანზაქციები 34%-ით შემცირდა - Colliers International Georgia

views 525
უკან

უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers International Georgia-მ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 34%-ით შემცირდა, ხოლო ბაზრის ღირებულება 36%-ით. "კლება გამოწვეულია COVID-19-ით, კრიზისითა და დაწესებული შეზღუდვებით, რაც დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა"-აღნიშნავს Colliers-ი.



ივნისის თვეში ბაზრის ღირებულებამ 93 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 36%-იანი კლებაა.

 



"2020 წლის ივნისში თბილისში ტრანზაქციების შემცირება ყველაზე ნაკლებად აისახა გლდანში, რაც აიხსნება იმით, რომ თბილისის მასშტაბით ეკონომ კლასის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა, ხოლო გლდანის რაიონში ძირითადად ეკონომ კლასის ბინებია წარმოდგენილი.

 



ბაზრის ღირებულება განსაკუთრებით შემცირდა მედიუმ კლასის ბინებში. წინა წლის ივნისის თვესთან შედარებით მთლიანი ბაზრის მოცულობა 62%-ით შემცირდა. ეს შემცირება ყველაზე ნაკლებად ეკონომ კლასის ბინებზე აისახა".

ამასთან, 2019 წლის ივნისის თვეში ეკონომ ბინების ჯამური ღირებულება მთლიანი ბაზრის 53%-ს წარმოადგენდა და 2020 წლის ივნისში გაიზარდა 68%-მდე. მედიუმ კლასის ბინები მთლიანი ბაზრის 34%-დან 21%-მდე შემცირდა. რაც შეეხება თბილისში პრემიუმ კლასის ბინების ბაზარს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეინიშნება.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა