18.აგვისტო .2020 20:30

თბილისში, ბორბალოს N19-ში ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

views 274
უკან

მთაწმინდის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ბორბალოს ქ. N19-ში მდებარე მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 100 463 ლარია.