თბილისში CO-თი მამაკაცი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაცია "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მოცემული.
დედაქალაქში ბუნებრივი გაზის სადისტრიბუციო კომპანია მოქალაქეებს გაზის დანადგარების უსაფრთხოდ მოხმარების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
"დღეს დილით გლდანის მე-5 მკრ-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის მამაკაცის ცხედარი ნახეს. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო საგამოძიებო და თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, სპეციალური აპარატურით შემოწმდა გაზგაყვანილობა.
ბინაში აღმოჩნდა აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი. ბინაში სადაც მამაკაცი სავარაუდოდ CO-თი დაიღუპა, რამდენიმე თვის წინ "თბილისი ენერჯის" სპეციალისტებმა გეგმიური შემოწმებისას კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს და ჩახსნეს ქსელიდან. ბინაში მცხოვრებლები კი გააფრთხილეს, თუმცა მოგვიანებით როგორც აღმოჩნდა მათ კვლავ თვითნებურად დააერთეს აკრძალული და საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რაც სავარაუდოდ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.
"თბილისი ენერჯი" გაფრთხილებთ დაიცვათ გაზზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო მოხმარების წესები და აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რჩევები. ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კატეგორიულად აკრძალულია დახურულ სივრცეში ღია კამერიანი გაზის გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების (ე.წ. კალონკების) მოხმარება. გაუფრთხილდით საკუთარი ოჯახის წევრების და მეზობლების ჯანმრთელობას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი