მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში დროებით გადმოსვლის გამო არცერთი მარშრუტი არ გაუქმებულა - Wizz air

6343d982a7da4
მარიამ ვარადაშვილი
10.10.22 12:51
1134
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, რომელიც 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება, Wizz Air ფრენების განრიგს ცვლის და ქუთაისის ნაცვლად, ოპერირებას თბილისიდან განაგრძობს.

კომპანიის ცნობითვე, ეს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს იმ მომხმარებელს, რომელთაც განრიგის ცვლილება შეეხოთ. დამატებით Wizz Air-მა მგზავრებს აცნობა, რომ თუ რაიმე მიზეზით ვერ ახერხებენ შემოთავაზებული ახალი რეისით ფრენას, შეუძლიათ შეცვალონ ჯავშანი ალტერნატიული ფრენით, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, ან დაიბრუნონ გადახდილი თანხის 100% საბანკო ანგარიშზე ან მიიღონ 120% WIZZ კრედიტის სახით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთ მარშრუტზე შემცირდა ფრენების სიხშირე, გადამისამართების შედეგად არცერთი მარშრუტი არ გაუქმებულა/დამატებულა.