"თათი“ - ასე ჰქვია სტარტაპს, რომელიც ანასტასია სააკაშვილმა და გიორგი დვალიშვილმა ერთი თვის წინ წამოიწყეს. კომპანია მომხმარებლებს ძაღლის გასეირნების სერვისს სთავაზობს.
როგორც „თათის“ თანადამფუძნებელი ანასტასია სააკაშვილი BM.GE-სთან ყვება, სტარტაპის შექმნის იდეა დამფუძნებლებისთვის აქტუალური პრობლემის გამო გაჩნდა. მისი თქმით, ძაღლის პატრონებს მოუქნელი გრაფიკის გამო ცხოველები სასეირნოდ ხშირად ვერ გაჰყავთ, რაც გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს.
"გადავწყვიტეთ, მეპატრონეებისა და ძაღლებისთვის ეს დისკომფორტი აგვეცილებინა და „თათის“ სერვისი შეგვექმნა“, - ამბობს ანასტასია სააკაშვილი.
გიორგი დვალიშვილის თქმით, ერთთვიანი მუშაობის განმავლობაში, გუნდმა უკვე მოახერხა მომხმარებლის - ცელქი და მხიარული ძაღლების - მოზიდვა.
„უკვე საკმაოდ კარგი გამოხმაურება გვაქვს და ვიმედოვნებთ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს „თათის“ შესახებ და მომხმარებლის რაოდენობა გაიზრდება.
ამ ეტაპზე, სერვისით დაინტერესებულ პატრონებთან კომუნიკაცია სოციალური ქსელების და ტელეფონის საშუალებით ხდება. გვყავს რამდენიმე გამსეირნებელი, რომლებსაც, სანამ დავასაქმებთ, დეტალურად ვიკვლევთ, თუ რა გამოცდილება აქვთ ცხოველების მოვლის, ვამოწმებთ, იცის თუ არა, როგორ მოიქცეს ექსტრემალურ სიტუაციებში, როგორ ჩაატაროს პირველადი დახმარება და ა.შ. იმედი გვაქვს, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, რომ მეტი ახალგაზრდა დავასაქმოთ და შემოსავლის წყარო გავუჩინოთ.
„თათი“ ცხოველის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს. არიან ადამიანები, ვინც დამოუკიდებლად მუშაობენ და ასრულებენ ამ საქმეს, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ეს სანდო და კარგი გადაწყვეტილებაა. ჩვენთან მომხმარებელი ეცნობა გამსეირნებელს და ამავდროულად, სეირნობის პროცესსში, მუდმივად გიზიარებთ live ადგილმდებარეობას. შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ მათი გადაადგილების ტრაექტორიას“, - განმარტავს „თათის“ დამფუძნებელი.
რაც შეეხება გასეირნების სერვისით სარგებლობის ღირებულებას, გიორგი დვალიშვილის განმარტებით, ფასები განსხვავდება სხვადასხვა ზომის ძაღლისთვის. ნახევარსაათიანი მომსახურება პატარა და საშუალო ძაღლების შემთხვევაში 10 ლარია, დიდი ძაღლის შემთხვევაში კი - 15. ცუდ ამინდში კი ღირებულება ოდნავ იზრდება.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ანასტასია სააკაშვილი აღნიშნავს, რომ „თათი“ მხოლოდ გასეირნების სერვისით შემოფარგვლას არ აპირებს და, ამ ეტაპზე, ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობენ. სერვისისთვის აპლიკაციის ან ვებსაიტის შექმნას ჯერ არ აპირებენ, თუმცა მომხმარებლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება სხვდასხვა გზებით იგეგმება.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო