მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ეკონომ სეგმენტის ბინების გაყიდვები შემცირდა - როგორია ფასების დინამიკა?

643ab039be290
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.23 15:09
24195
თბილისში 2023 წლის პირველ კვარტალში ბინების გაყიდვები უმნიშვნელოდ, 1%-ით შემცირდა და დედაქალაქში იანვარ-მარტის განმავლობაში ჯამში 9 633 ბინა გაიყიდა.

Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა კი 12%-ით, 532 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ამ პერიოდში, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა.

ამასთან, recov.ge-ს მონაცემებით, თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 77%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით, 3 800 ერთეულამდე შემცირდა.

თბილისში, გარეუბნებში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში - 14%-ით, ქალაქის ცენტრში კი 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ღირებულების ცვლილებას, გარეუბანში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში 4%-ით, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის მარტის თვეში დედაქალაქში სულ 3,368 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის მარტთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. ბაზრის ზომა კი 4%-ით, 186 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.