მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ესპანური ავეჯის ბრენდი „ინტერიორისმო“ ფუძნდება

61acdbc357dfc
ვიქტორია მღებრიშვილი
06.12.21 09:00
1390
ავეჯის და განათების ესპანური ბრენდი „ინტერიორისმოს“ ქართულ ბაზარზე შემოდის. ბრენდის პირველი მაღაზია თბილისში დეკემბრის ბოლოს - წინასაახალწლოდ გაიხსნება.

BM.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ ესპანური ავეჯის მაღაზიის გახსნის იდეა რამდენიმე თვის წინ ელენე გუნცაძეს, სოფო კალანდარიშვილს, თამარ ბაქრაძეს და ნინო ჯიბლაძეს გაუჩნდათ. იდეის ავტორებმა და დღეს უკვე პარტნიორებმა მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილება, პანდემიის მიუხედავად, მალევე - 3 თვეში მიიღეს. შედეგად, ავეჯის ესპანური ბრენდი პირველ მომხმარებელს დეკემბრის ბოლოს უმასპინძლებს.



„ინტერიორისმო - ესპანური ავეჯის და განათების ახალი ბრენდია, სადაც ყველა მომხმარებელი მისი გემოვნების და სტილის შესაფერის ავეჯს მოძებნის“, - აღნიშნავენ იდეის ავტორები.

BM.GE-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მაღაზიის ინსტაგრამ-გვერდი interiorismo.ge მზადდება და სულ მალე ჩაეშვება.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას უკვე გაფორმებული აქვს ექსკლუზივი ესპანეთის რამდენიმე წამყვან ბრენდთან. „ინტერიორისმოში“ მომხმარებელს ადგილზე  ესპანეთის გამოფენებზე წარმოდგენილი უნიკალური ავეჯისა და განათების შეძენა შეეძლება.