მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში EUROBASKET-ის საკალათბურთო დარბაზის მოსაწყობად 72 მილიონი ლარი დაიხარჯება

5e4d254732282
სალომე მეცხვარიშვილი
19.02.20 16:12
1016
თბილისში ევრობასკეტისთვის სპორტული დარბაზის მოსაწყობად 72 მილიონი ლარი დაიხარჯება. პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულების დადებას შ.პ.ს სპორტმშენსერვისი ითხოვს. დოკუმენტაციის მიხედვით, 10 ათას ადამიანზე გათვლილი ინფრასტრუქტურა „ახალი ოლიმპიური სასახლის“ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს.

აღნიშნული თანხა საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო სამშენებლო და სამშენებლო სამუშაოებისთვის არის გამოყოფილი, ასევე საჭირო ტექ.საზედამხედველო სამუშაოებისთვის.

აღნიშნული მომსახურების მიწოდება საორიენტაციოდ უნდა განხორციელდეს 2020 წლის 25 თებერვლიდან 2021 წლის 30 მაისის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მიუნხენში გამართულ კონგრესზე, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA EUROPE) მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ერთ-ერთი ქვეჯგუფის შეხვედრები თბილისში გაიმართოს. აღნიშნული ტურნირის ჩასატარებლად საჭიროა საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

სპორტმშენსერვისი განმარტავს, რატომ ითხოვს ტენდერის გამარტივებული წესით ჩატარებას და პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმებას:

“ვინაიდან კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ქ. თბილისის ქვეჯგუფის შეხვედრები უნდა ჩატარდეს 2021 წლის სექტემბრის თვეში, ხოლო აღნიშნულისთვის ობიექტი სატესტო რეჟიმისთვის დასრულებული უნდა იყოს რამდენიმე თვით ადრე, შესაბამისად, აუცილებელი ხდება ობიექტის აშენებისთვის ყველა საჭირო ქმედების მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელება.

ზოგადად ასეთი მასშტაბური ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების გამოცდილების გათვალისწინებით, თავად ღონისძიების დაწყებამდე დარჩენილი დრო უკვე საკმაოდ შეზღუდულია და თანაც აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კალათბურთის შესაბამისი საერთაშორისო ფედერაცია(FIBA EUROPE) ითხოვს ფაქტიურად ყოველკვირეულ ანგარიშს სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე, რაც თავის მხრივ კიდევ ერთი წინაპირობაა სათანადო გადაწყვეტილებების ასევე დაჩქარებულ რეჟიმში მიღებისთვის. ყოველივე აღნიშნული გარდაუვლად ხდის გამარტივებული შესყიდვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენების საჭიროებას როგორც საპროექტო სამუშაოების (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად), ასევე სამშენებლო სამუშაოების დროულად და შეუფერხებლად განსახორციელებლად, რითაც მათ შორის თავიდან იქნება აცილებული ტენდერის ჩატარებიდან გამომდინარე ყველა შესაძლო რისკები, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩვენს ქვეყანაში გამართვას”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.