მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში განახლებადი ენერგიის საერთაშორისო კონფერენცია იმართება - მიზანი ინვესტორების ინტერესის გაზრდაა

6357d7014fd1c
BM.GE
26.10.22 09:33
496
26-28 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია იმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მასპინძლობს.

კონფერენციის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სხვა მოწვეული სტუმრები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი - ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.

სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიის პოტენციური საინვესტიციო პროექტები. კონფერენციის მესამე დღე მიეძღვნება სემეკის 25 წლის იუბილეს.