მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, გორგასლის სანაპიროს განვითარების პროექტი შეჩერდა

5f68e4d931e9e
ანუკა ჯოხაძე
21.09.20 22:22
2331
გორგასლის სანაპიროს განვითარების პროექტი პანდემიის გამო დროებით შეჩერდა. ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა ალექსანდრე ტოგონიძემ განუცხადა. როგორც ტოგონიძე ამბობს, ადგილზე საჭიროება დადგა რომ დამატებითი კვლევები ჩატარებულიყო, რომელიც გულისხმობდა ტრანსპორტის ზემოქმედების გეგმასაც. ტოგონიძეს ამ ეტაპზე უჭირს იმაზე საუბარი, თუ რა დროით გადაიწია პროექტის განხორციელების ვადებმა, შესაბამისად, როდის დაიწყება ადგილზე სამუშაოები ამ დროისთვის უცნობია.

“რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, რომელიც შეჩერდა ერთ-ერთია გორგასლის სანაპიროს პროექტი. ზოგადად პროექტის განხორციელების რამდენიმე მექანიზმი არსებობს, სტანდარტულად ისტორიულ ძეგლზე რომ ვმუშობთ, ჯერ ვყიდულობთ პროექტს, შემდეგ კი ფიზიკურ სამუშაოებს, როცა საპროექტო სამუშაოები სრულდება. გორგასლის სანაპიროს რეაბილიტაციის შემთხვევაში გვქონდა საშუალება დიზაინ ბილდ მეთოდით წავსულიყავით, რადგან ხილული არ არის არცერთი საინჟინრო ნაწილი, რომელიც გასაკეთებელი იქნება, რადგან ადგილზე გვირაბიც უნდა გაკეთებული… იქ კიდევ დამატებით ჩვენ გვქონდა საუბარი რომ ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება გაგვეკეთებინა, ასევე მოძრაობის ორგანიზების სქემის ანალიზები. მთავარი იყო ისე დაგეგმარებულიყო რომ პირველი – მიგვეღო ის სიკეთე, რაც არის ახალი საჯარო სივრცე, მაგრამ მეორე – ვინაიდან ტრანსპორტის პოლიტიკა პრიორიტეტულია მერიისთვის, ისეთი კვანძი რომ გაგვეკეთებინა, რომელიც როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ისე კერძო მანქანებზე ნაგატიურ ზეგავლენას არ იქონიებდა", – -ამბობს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე.

შეგახსენებთ, ერთი წლის წინ მტკვრის სანაპიროს განვითარების პროექტის შესახებ გახდა ცნობილი, რომლის დიზაინიც კონტრაქტორ კომპანიას უკვე მზად ჰქონდა. 2020 წლის დასაწყისში კი თბილისის მერიამ დაანონსა სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერიც. პროექტის ჯამური ღირებულება 110 მილიონი ლარით განისაზღვრა.

განახლებული გორგასლის სანაპიროს პროექტი საერთო ჯამში დედაენის ბაღიდან ბარათაშვილის ხიდამდე მარცხენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდიდან რიყის პარკამდე მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიის მოწყობას მოიცავდა. ასევე ახალი პროექტის მიხედვით ორ საწყის და საბოლოო ლოკაციაზე, რომელიც შესაბამისად დედაენის ბაღი და რიყის პარკი იყო ნავსადგურების მოწყობასაც გულისხმობდა, სადაც ჯებირები კიბეებით ჩანაცვლდებოდა და ადამიანები მდინარესთან ახლოს ჩასვლასაც შეძლებდნენ.