მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ინფიცირების მაჩვენებელი 1 314-ია - Covid-გეოგრაფია

5fbe01c0da92c
ინგა მურუსიძე
25.11.20 11:16
780

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ კორონავირუსთან დაკავშირებით  არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგნაირად: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 264, ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 44, გურია - 106, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 232, კახეთი - 214, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

25 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 114889 , ბოლო 24 საათში - 3071
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 95581 , ბოლო 24 საათში - 3366
მათ შორის გარდაცვლილი - 1085 , ბოლო 24 საათში - 34
კარანტინის რეჟიმში - 2071
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6145
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3723