ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს თბილისში ინფიცირების რაოდენობამ მცირედით მოიმატა, ხოლო ბათუმში შემცირდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევებმა მცირედით იკლო და 549 შემთხვევა დადასტურდა. მაშინ როდესაც გუშინ 559 იყო.
„ინფიცირებულთა განაწილების მხრივ რეგიონების მიხედვით აჭარა კვლავ ლიდერია, თუმცა ცოტა შემცირდა. გუშინ იყო 460 ახალი ინფიცირების შემთხვევა, დღეს არის 348. ეს ინფიცირებულთა, დაახლოებით, 63%-ია, გუშინ 72% იყო, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელმა ცოტა მოიმატა თბილისში, სადაც 99 ახალი შემთხვევაა დადასტურებული; შემდეგ მოდის იმერეთი - 59; სამეგრელო - ზემო სვანეთში - 19; მცხეთა - მთიანეთში - 10; დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მხოლოდ 1-1 შემთხვევაა; გურიასა და კახეთში 3-3; შიდა ქართლში - 4; ქვემო ქართლში - 1 და სამცხე-ჯავახეთში - 1", - განაცხადა ენდელაძემ.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9 245-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 4 887 პაციენტი. აქტიური ქეისია 4 358, საიდანაც კრიტიკულად მძიმე 9 პაციენტი აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი, ხოლო სულ კრიტიკულად მძიმე 55 პაცინეტია. სულ გუშინ 268 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 209 აჭარაში.
მარინა ენდელაძემ გასული გარდაცვალების ახალ შემთხვევებზეც ისაუბრა.
„გასულ დღე-ღამეში გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 3 აჭარაშია. 1 არის 68 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში მძმე მდგომაროებაში, თანმხლები დაავადებებით შევიდა, მისი გამოყვანა მდგომარეობიდა ჩატარებული ღონისძებების მიუხედავად ვერ მოხერხდა, არის ასევე 64 წლის ქალბატონი მძიმე თანმხლები დაავადებებით - შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბწონიანი და 84 წლის მამაკაცი", - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ