მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ინოვაციური მიდგომების სასტუმრო „ეპიზოდი“ იხსნება - „ახალი სიტყვა “ჰოსფითალითი” სექტორში“

6152beedad756
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.21 11:38
3928
„ახალი სიტყვა “ჰოსფითალითი” სექტორში“ - ამ იდეითა და კონცეფციით თბილისის ცენტრში, პეკინის 41-ში, 21 ოქტომბრიდან ახალი, მაღალი კლასის სასტუმრო Episode გაიხსნება.

სასტუმროს მენეჯმენტმა, აღმოსავლეთ ევროპის პირველი, ტექნოლოგიური მომსახურების შესაძლებლობით, სტანდარტად ქცეული სტუმრის მიღებისა და დაბინავების ფორმა სრულად გააციფრულა და სასტუმროების სერვისები აპლიკაციაში გადაიტანა. შესაბამისად, „ეპიზოდში“ მისულ სტუმარს Check in/Check out-ის გაკეთება სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია. რეგისტრაციის გავლას, პერსონალთან კომუნიკაციას ელექტრონული გასაღებისა და სასურველი სერვისების მიღებას, სტუმრები საკუთარი სმარტფონების მეშვეობით შეძლებენ.



სასტუმრო სხვადასხვა მოთხოვნისა და გემოვნების ოთახებთან ერთად ბარს და სპორტულ დარბაზს, შეხვედრების ოთახს, საზიარო სამუშაო სივრცეებს და მყუდრო ბაღის ტერიტორია - ატრიუმს მოიცავს.

„ჩვენ ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც სტუმარს განტვირთვასთან ერთად საშუალება ექნება აკეთოს თავისი საქმე გულდასმით. სასტუმრო ღიაა ყველა მოგზაურისთვის. აქ კომფორტული დასვენება ესადაგება ელეგანტურ და ტრენდულ სასტუმროს დიზაინს“, - აცხადებენ „ეპიზოდში“.

სასტუმროს პროექტის დამუშავება ეპიზოდის გუნდმა 2 წლის წინ დაიწყო. იდეის განვითარების მიმდინარეობას კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია დაემთხვა, თუმცა ამან პროექტის ინოვაციურობა უფრო მიზანშეწონილი გახადა.

„მაშინ, როდესაც მსოფლიოში ტექნოლოგიები სინათლის სისწრაფით ვითარდება და გამუდმებით წინ მიიწევს, სასტუმროები ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას ნაკლებად ცდილობენ, შესაბამისად, აღნიშნული ინდუსტრია ამ მიმართულებით სტაგნაციას განიცდის. ამიტომ გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის ტექნოლოგიური ინტეგრაციების გამოყენებით გაუმჯობესებული მომსახურების სტანდარტი და გამარტივებული განთავსება შეგვეთავაზებინა. იდეის განვითარების მიმდინარეობას კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია დაემთხვა, რამაც ჩვენი მიმართულების სისწორე კიდევ უფრო მეტად განამტკიცა. „ეპიზოდის“ კონცეფცია გვაძლევს შესაძლებლობას, რაც შეიძლება მეტი სერვისი გავხადოთ დისტანციური (touchless) და შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები უფრო მარტივად დავიცვათ“, - ამბობს „ეპიზოდის“ გენერალური მენეჯერი სალომე გურგენიძე.



კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სასტუმროს გახსნა ასეთ რთულ პერიოდში უფრო საპასუხისმგებლო იყო, რადგან უფრო დიდ ძალისხმევას საჭიროებდა. „ეპიზოდის“ გუნდმა კი ეს გამოწვევები შესაძლებლობად აქცია და ბაზარზე ახალი სასტუმროს პოზიციონირება ინოვაციებით და მიდგომის ახალი ფილოსოფიით გადაწყვიტა. „ეპიზოდის“ გუნდში ტურიზმის სექტორზე პანდემიის მიერ მიყენებული უარყოფითი გავლენაზე და ახალი სასტუმროს ოპერირების პრიორიტეტებზეც საუბრობენ.

„მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისები არამხოლოდ პანდემიის, არამედ ნებისმიერ პერიოდში დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუმრისთვის სასტუმროში დარჩენის პერიოდი მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. „ეპიზოდში“ მოსულ მომხმარებელს რეგისტრაციის პროცესის გავლა სმარტფონის და კიოსკების დახმარებით შეუძლია, რაც ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანის გარდა, რეგისტრაციისას ნაკლები დროის დახარჯვის საშუალებას აძლევს. „ეპიზოდი“ მომხმარებლის დროს და პირად სივრცეს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და მათ საუკეთესო სამუშაო და დასასვენებელ ატმოსფეროს, უმაღლესი ხარისხის მომსახურებასთან ერთად სთავაზობს. ჩვენი პოზიციონირება როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ სწორედ ამის გათვალისწინებით მოხდება“, - განმარტავს სალომე გურგენიძე.



ეპიზოდი საუკეთესო არჩევანია იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ხარისხი, სიმარტივე და სანდოობა მნიშვნელოვანია და რომელთაც სურთ მიიღონ ყველაფერი, რაც სჭირდება ერთ სივრცეში, ექსტრა სერვისებზე მაღლა კი პრაქტიკულობას აყენებენ.

“ეპიზოდის“ გუნდში ამბობენ, რომ სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. აქ კარის გაღების დისტანციური სისტემაა და სტუმარს საკუთარ ოთახში ელექტრონული გასაღებით შესვლა შეუძლია, რომელიც სასტუმროს აპლიკაციაში სრულად ინტეგრირებულია. შესაბამისად, სტუმარი ნომრის კარის გაღებას სმარტფონის საშუალებით შეძლებს. ამასთან, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ციფრული გასაღები მათთან მყოფ პირებსაც გაუზიარონ. აღსანიშნია ისიც, რომ მომხმარებელს სასტუმროში რეგისტაციის გავლა და ან მის დატოვება აპლიკაციის მეშვეობით რიგის გარეშე - დისტანციურად შეუძლია.