თბილისში გაიმართება კონფერენცია თემაზე: "დამოუკიდებელი დირექტორები: ძირითადი სარგებელი და უპირატესობები კომპანიებისთვის". კონფერენციის ორგანიზატორები არიან დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. კონფერენციას გახსნიან გიორგი გახარია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბრუნო ბალვანერა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში და საშა ტერნესი, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი. ღონისძიებას დაესწრებიან სტუმრები სამთავრობო და ბიზნეს სექტორიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება შეიქმნა 2016 წლის აპრილში სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების როლის წარმოსადგენად, მხარდასაჭერად და ხელისშემწყობად საქართველოში. გაერთიანების მიზანია ხელი შეუწყოს კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას ადგილობრივ კომპანიებში. 2016 წლის მაისში ძალაში შევიდა ცვლილებები კანონებში მეწარმეთა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ. ცვლილებები ითვალისწინებს "ანგარიშვალდებული საწარმოების" სამეთვალყურეო საბჭოებში მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი დირექტორის არჩევას. 2017 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით აუდიტის კომიტეტი წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოს ქვეკომიტეტს და დაკომპლექტებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან. უფრო მეტიც, აუდიტის კომიტეტის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა