01.მარტი .2021 10:36

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე ერთი დღით მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე ერთი დღით მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
views 295
უკან

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობა ერთი დღით, ორმხრივად შეიზღუდება. როგორც მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას აწარმოებს.

„პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, სადაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი, მოძრაობა ერთი დღით - 1 მარტიდან 2 მარტამდე, ორმხრივად შეიზღუდება.

შემდგომ დღეებში, 31 მარტამდე, როგორც სამუშაოების დროს იყო გათვალისწინებული, მოძრაობა ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით, კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია გავრცლებულ რელიზში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა