მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ნაკადების მართვის ჭკვიანი სისტემა უახლოეს მომავალში ამოქმედდება

5da9e28f52bef
BM.GE
18.10.19 19:57
1052
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ, ნაკადების მართვის ჭკვიან სისტემასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რაც ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, შუქნიშნებზე მოხდება დეტექტორების მონტაჟი, ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მოცულობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მოხდება ნაკადების ოპტიმალური მართვა.

”დღეს პატრულ-ინსპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულები და ფიზიკურად ხდება ნაკადების მართვა, ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, განვახორციელებთ ნაკადების ოპტიმალურად მართვას. ეს არის ნაკადების მართვის ჭკვიანი სისრტემა, რომელიც გამოყენებულია ყველა განვითარებულ ქალაქში“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ნაკადების მართვის ავტომატიზირებული სისტემის მიზანი ნაკადების ისე გადანაწილებაა , ქალაქში ნაკლები საცობი მივიღოთ.

„კონკრეტული დეტექტორების მონტაჟი მოხდება შუქნიშნებზე, რომელიც დაითვლის ნაკადებს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში. როდესაც ერთ დღეს მოხდება დათვლა, დროის იგივე მონაკვეთში მეორე დღისთვის სისტემა მოგვცემს უკეთეს სცენარს. შეიძლება გიკარნახოს, რომ შეიცვალოს შუქნიშნის რეჟიმი ან გატარება-შეზღუდვის დრო, შეიძლება მოდელმა მიმართულების მხრივ უფრო ოპტიმალურიო სცენარი წარმოადგინოს“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, სისტემა ქალაქში ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში დაინერგება.