12.თებერვალი.2019 15:15
ეკონომიკა

თბილისში ნარჩენების დახარისხება დაიწყო

თბილისში ნარჩენების დახარისხება დაიწყო
თბილისში ნარჩენების დახარისხება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN) მიაწოდეს.

მათი თქმით, თბილისში უკვე სეპარაციის 25 სტენდია, სადაც მოქალაქეებს დახარისხებული ნარჩენების განთავსება შეუძლიათ. კერძოდ: PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები.

„აღნიშნული ადგილებიდან დახარისხებული ნარჩენის გატანას უზრუნველყოფს კომპანია „სუფთა სამყარო“, რომელიც ნარჩენებს წინასწარ ამუშავებს და აწვდის გადამამუშავებელ კომპანიებს: ქაღალდსა და შუშას - ადგილობრივ კომპანიებს, ხოლო პლასტმასას და ალუმინს ექსპორტზე გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში - მათ შორის, თურქეთსა და უკრაინაში“, -აცხადებენ CENN-ში.

შეგახსენებთ: ნარჩენების დახარისხების სტენდები USAID-ის მხარდაჭერით, CENN-ის პროგრამის – ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, მეორე ფაზის (WMTR II) და თბილისის მერიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

საქართველოში წელიწადში 900,000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება. ამ ნარჩენების უმეტესი ნაწილი – ორგანული ნარჩენი, ქაღალდი, მეტალისა და პლასტმასის ნარჩენები – გადამუშავებადია. ნარჩენების გადამუშავების შედეგად მცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, იზოგება ბუნებრივი რესურსები და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

19.აპრილი.2019 00:23
58

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
101

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
70

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
152

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
185

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
104

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად