თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ორგანიზებით, 11 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება ონლაინ ფორუმი, რომელიც შეეხება განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მწვანე დაფინანსების გამოყენების შესაძლებლობებს. ღონისძიება მიზნად ისახავს აღნიშნულ თემებზე ცნობადობის ამაღლებასა და მწვანე დაფინანსების მიმართ ინტერესის გაზრდას.
როგორც bm.ge-ის "თიბისი ბანკიდან" აცნობეს, ფორუმზე GEFF პროგრამას წარმოადგენენ მისი ექსპერტები ანდრო ბუთხუზი, თემით “ინვესტიციები განახლებად ენერგიაში” და მურად ხარაიშვილი - “კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია”; თიბისის წარმოადგენს ანა სარალიძე, გარემოსცდაცვითი და სოციალური რისკების მართვის მენეჯერი, რომელიც გააკეთებს პრეზენტაციას თემაზე : „თიბისის მდგრადი ფინანასირება“.
ინფორმაციისთვის, მწვანე ეკონომიკაში ინვესტირება საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ქვეყანა მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის 35% მისი ენერგიისა წარმოებული იქნება განახლებადი წყაროებიდან. პოლიტიკის ცვლილებამ საზოგადოების მზაობაც შეცვალა განახლებადი ენერგიის გამოყენებისადმი; სულ უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებით, მისი ღირებულებით, დაფინანსების წყაროებითა და სქემებით. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში დადგმული მზის პანელების სადგურების 40% 2020 წელზე მოდის. ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება ბიზნესებს უბიძგებს, რომ შეამცირონ ოპერაციული ხარჯები და ენერგიის ალტერნატიული წყაროები ეძებონ.
"განახლებადი ენერგიის გამოყენებასთან ერთად, აქტუალურობას იძენს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თემაც. ქვეყნისათვის, სადაც აგრობიზნესი განვითარებულია, მნიშვნელოვანია იმ ტექნოლოგიებისა და ზომების შემუშავება, რომლებიც წყლის რესურსის ეფექტურად გამოყენებასა და მიწის მდგრად დამუშავებაში შეუწყობს ხელს.
მოცემულობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ბიზნესს მიეწოდოს ინფორმაცია მწვანე ეკონომიკაში ინვესტირების და ქვეყანაში არსებული დაფინანსების გზების შესახებ.
ფორუმის სამიზნე აუდიტორია არის თიბისის ახლანდელი და პოტენციური კლიენტები, მცირე, საშუალო და კორპორატიული ბიზნესები, რომელთა საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგიის მოხმარებაზე, ასევე, მზის ენერგიის ტექნოლოგიის მომწოდებლები, აგროსექტორში მონაწილე კომპანიები და ყველა, ვინც ზოგადად დაინტერესებულია მწვანე ეკონომიკით.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ: https://forms.gle/8c335upQ11ps6cQY8
GEFF საქართველოში მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "თიბისი" ავრცელებს.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი