02.აგვისტო .2020 09:29

თბილისში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - "თბილისი ენერჯი"

views 792
უკან

"თბილისი ენერჯის" გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, სამგორის რაიონში, აბაშიშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან 114 ში შევიდა შეტყობინება, რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას, ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა, კონკრეტულ ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ რის შემდეგაც სამზარეულოში, გაზქურაზე გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს.

კომპანიის ცნობით,სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 შევიდა შეტყობინება, რომ სადარბაზოში გაზის სუნი იდგა და მცხოვრებლები დახმარებას ითხოვდნენ.

თბილისი ენერჯის სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ ერთ- ერთ მობინადრეს გაზქურიდან ჩახსნილი ქონდა მილი, რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული და გაზი ჟონავდა. თავად კი სახლში იმყოფებოდნენ. ასევე აღნიშნულ ბინაში აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა. კორპუსში მცხოვრებლები აქეთქებას გადაურჩნენ ყურადღებიანი მეზობლების წყალობით, რომლებმაც ოპერატიულად შეატყობინეს გაზის გაჟონვის შესახებ თბილისი ენერჯის.

თბილისი ენერჯი მოქალაქეებს აფრთხილებს, დაიცვან გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები.

"ნუ დატოვებთ გაზის დანადგარებს უყურადღებოდ, რადგან უსაფრთხოების წესების დარღვევა შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს, რაც საფრთხეს უქმნის როგორც თქვენს ოჯახს, ისე მეზობლებს"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა