თბილისში პარკირების წესის დარღვევის გამო, ჯარიმების გაზრდა 1 წლით - 2020 წლამდე გადაიდო. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც პარკირებასთან დაკავშირებით ჯარიმების მოდიფიცირებას ეხებოდა, წელიწადნახევრის წინ მომზადდა და პარლამენტს წარედგინა.
„ძალიან საგულისხმოა, რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი სხვა ახალი რეფორმა წამოვიწყეთ სატრანსპორტო კუთხით, მათ შორის გადაწყდა, რომ მთლიანად ჩანაცვლდებოდა და უფრო გაიზრდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა უფრო მიმზიდველი ყოფილიყო საზოგადოებისთვის. შესაბამისად ეტაპობრივად ჩვენ დავიწყეთ ზონალური პარკირების შემოღება და ქუჩების ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სადაც პარკირებები შევზღუდეთ. ასეთი მაგალითები გვაქვს კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე. შესაბამისად კანონპროექტის მიღება, რომელიც წელიწადნახევრის წინ იქნა ინიცირებული, ასე ვთქათ, დროშიც გაიწელა.
ამასობაში მეტი და მეტი შეზღუდვები შემოვიღეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის მოწესრიგების თვალსაზრისით, ამიტომ მერის ინიციატივით და პარლამენტთან შეთანხმებით, ბუნებრივია გადაწყდა რომ მანამ, სანამ მთლიანად არ იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩანაცვლებული, დროებით შეგვეყოვნებინა მისი ამოქმედება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
შეგახსენებთ, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე ზრდის გეგმებთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ გასულ კვირას განაცხადა. მისი თქმით, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ქალაქში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი