მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, პეკინის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა იზღუდება

5fa68850ca9f9
BM.GE
07.11.20 16:10
3097

თბილისის მერია, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, გზის რეაბილიტაციას იწყებს.

კერძოდ, პეკინის გამზირის N4 - დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე მონაკვეთში გზის კაპიტალური სამუშაოები განხორციელდება.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 8 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე, აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.