მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში პიკასოს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ბიზნესმენი დაკავებულია

5e64eac216aa1
BM.GE
08.03.20 16:50
5511
დღეს, დილით, თბილისში პაბლო პიკასოს ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულია 1975 წელს დაბადებული ვ.შ., რომელმაც 1990 წელს დაბადებულ ს.თ., პაბლო პიკასოს ქუჩა - ნომერ ერთში მდებარე სახლში მიაკითხა და ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები. თავად სახლის მეპატრონემ კი მის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით მრავალჯერადი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც 45 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

"განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული - ს.თ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1975 წელს დაბადებულმა ვ.შ.-მ თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე მცხოვრებ ს.თ.-ს, მისივე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. თავის მხრივ, ბრალდებულმა, მისივე კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ვ.შ.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

ს.თ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღი,”- ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებული ბიზნესმენია, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ის რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს.