მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია 17 იანვარს იწყება

61d94325410ea
ანუკა ჯოხაძე
08.01.22 13:30
6998
17 იანვარს ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება- ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ნაწილად დაიყოფა. პირველ ეტაპზე მოძრაობა ავლაბრის მეტროდან თელავის ქუჩამდე შეიზღუდება, ხოლო სამუშაოების მეორე ეტაპი თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე განხორციელდება, სადაც ასევე დროებით შეზღუდული იქნება გადაადგილება.

ცნობისთვის, ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციის დაწყების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოოდ კი თბილისის მერმა პროექტის გაჭიანურების მიზეზად საახალწლო დღეები დასახელა და განმარტა, რომ გამზირის რეაბილიტაცია ახალი წლის დღეების შემდეგ დაიწყებოდა.

შეგახსენებთ, ქეთევან წამებულის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. პირველი ტენდერის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა. მეორე ტენდერში კი გამარჯვებულად თბილისის მერიამ გაზრდილი ბიუჯეტით - 6 090 839 ლარად DIN GROUP-ი გამოაცხადა. კონტრაქტორ კომპანისთან ხელშეკრულება გასული წლის ზაფხულში გაფორმდა. სამუშოები ადგილზე DIN GROUP-მა 8 თვეში უნდა დაასრულოს.