მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ქირის ფასი შემცირდა - აპრილის მონაცემები

647887c3d8f12
მარიამ ვარადაშვილი
01.06.23 16:00
3097
TBC Capital-ის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თბილისში გასაყიდი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი 32%-ით გაიზარდა და კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1177 დოლარი შეადგინა.

აპრილში ასევე 52% გაიზარდა გასაქირავებელი უძრავი ქონების ფასი და კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 12.8 დოლარს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში 22%-ით არის შემცირებული გაყიდული ქონების რაოდენობა და ის 2512 შეადგენს.

ორგანიზაციის შეფასებით, აპრილში წინა თვესთან შედარებით უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც გასაყიდი ქონების რაოდენობაზე აისახა და მარტთან შედარებით მათი რაოდენობა 25%-ით არის შემცირებული. გაყიდული ქონების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, გასაყიდი ფასი სტაბილურია და არა მხოლოდ წლიურად, არამედ მარტთან შედარებითაც 32%-ით არის გაზრდილი.

TBC Capital-ის შეფასებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასის ზრდის ტემპი შემცირდა. წინა თვესთან შედარებით ქირის ფასი 1.6%-ით არის შემცირებული, თუმცა 2022 წლის აპრილთან შედარებით ზრდა მაინც 52%-ს შეადგენს. 2512 გაყიდული უძრავი ქონებიდან 416 ახალაშენებული საცხოვრებელია, 2096 კი - ძველი.

აპრილშიც გაყიდული საცხოვრებელი უძრავი ქონებით საბურთალოს რაიონი ლიდერობს. გასაყიდი უძრავი ქონება ყველაზე ძვირი კვლავ ვაკესა და მთაწმინდაზე ღირს. ვაკეში კვადრატული მეტრის ღირებულებამ 1800 დოლარს გადააჭარბა.