მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, საავეჯე და სამშენებლო ეკო მასალების ყველაზე მსხვილი საწარმო, „კასტა“ გაიხსნა

645cd5673d877
BM.GE
11.05.23 15:45
603
სტატიაში საუბარია:
თბილისში, საავეჯე და სამშენებლო ეკო მასალების ყველაზე მსხვილი საწარმო „კასტა“, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით დღეს გაიხსნა.

„კასტას“ ეკო მასალებით დამზადებულ პროდუქციას, უკვე იცნობენ ამერიკაშიც - საწარმო ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმოს, „GACC”-ის ექსკლუზიური პარტნიორია. სწორედ, თბილისში დამზადებული მასალით იქმნება პროდუქცია, რომელიც ამერიკულ ბაზარზე გადის. ახალი საწარმოს პარალელურად, „კასტა“ ექსპორტის გაფართოებას, ამჯერად ევროპის მიმართულებით გეგმავს.

გახსნის ღონისძიებას Kronospan-ის გენერალური დირექტორი ავსტრიიდან, თომას იანჩიკი; CSM-ის გენერალური დირექტორი იტალიიდან, ამბროჯიო ვინჩენცო; TEKE-ს დირექტორი თურქეთიდან - კუბალაი ატალაი და Emporio Skin-ის ექსპორტისა და მარკეტინგის დირექტორი იტალიიდან, ტაუ სემო დაესწრნენ.

საწარმო ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდების წარმომადგენელია, როგორებიცაა ავსტრიული Kronospan, მსოფლიოში წამყვანი ხის პანელების მწარმოებელი, რომლის პროდუქციაც გამოიყენება როგორც ავეჯის წარმოებაში, ასევე, ინტერიერის დიზაინსა და მშენებლობაში. აღსანიშნავია მწარმოებლის იტალიური შვილობილიც, Emporio Skin, რომელიც მაღალი ხარისხის სტანდარტებს, იტალიელი დიზაინერების უნიკალურ ხელწერასთან აერთიანებს.

„კასტა“ აღჭურვილია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, SCM ჯგუფის დანადგარებით და როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მომხმარებლებს, ევროპული სტანდარტის პროდუქციასა და სერვისებს სთავაზობს. საწარმო მოემსახურება ადგილობრივ კომპანიებსა თუ ინდივიდუალურ მეწარმეებს და მათ ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას შესთავაზებს.

დამატებით, საწარმოში შესაძლებელია ავეჯისთვის პოლონური REJS-ის ფურნიტურის შერჩევაც, რომელიც ასევე მსოფლიო სტანდარტის შესაბამისია და მთელს ევროპაში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. აქვეა წარმოდგენილი Kronospan-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია TECE, რომელიც, მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის წიბოებს სთავაზობს.

„კასტას“ საწარმოში შესაძლებელია კვალიფიკაციის ამაღლებაც - სასწავლო ცენტრში, იტალიელი ექსპერტები, ქართველ მეწარმეებს სასერტიფიკაციო, პრაქტიკულ პროგრამას სთავაზობენ. პროფესიონალი ტრენერები, მსურველებს შეასწავლიან ხეზე და ქვაზე კვეთას, ფერადი ვიტრაჟებისა და ავეჯის შექმნა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 'კასტას" საწარმოს მხარდამჭერია "პროკრედიტ ბანკი".

(რ)