27.იანვარი .2020 22:40

თბილისში საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს, რის გამოც შეზღუდულია მოძრაობა

views 316
უკან

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.

უწყების ცნობით, სადემონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე. ასევე, 22:00 საათიდან, ნაწილობრივ შეიზღუდა მოძრაობა ისანი-სამგორის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირსა და ბაღდათის ქუჩაზე.

ამაღამ, 24:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაიკეტება გზა კოსტავას ქუჩაზე, კინოთეატრ „ამირანთან“.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა