მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

5dc53a4391abc
BM.GE
08.11.19 13:47
1199
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს ღამით, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - "კინო საქართველოდან" - მეტროსადგურ "სარაჯიშვილამდე" და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - "ისნის" მეტროსადგურამდე.

სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.