მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზრის მოცულობამ $162 მლნ შეადგინა - ზრდა 30%-ია

61c08a9facef5
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.21 21:00
684
2021 წლის ნოემბერში თბილისის ბინების 3 541 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 32%-ით მეტია. დედაქალაქის საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებული მონაცემები Colliers Georgia-ს უძრავი ქონების სპეციალურ ვებგვერდზე Recov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

მათივე ცნობით, 2021 წლის ნოემბერში სახელმწიფომ ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში 150 სამხედრო მოსამსახურეს ახალაშენებული ბინა გადასცა. „ამ მაჩვენებლის გათვალისწინების გარეშე, მოთხოვნის ზრდა 26% იქნებოდა“, - აღნიშნული მიმოხილვაში.

რაც შეეხება ბაზრის ზომას, recov.ge-ის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 30%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 162 მლნ დოლარი შეადგინა.

სეგმენტის მიხედვით, ნოემბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2 416 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით მეტია. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.

2021 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 27%-ით, 48 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 43%-ით გაიზარდა. მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობა კი 33% და 30%-ით გაიზარდა.