მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები 7%-ით შემცირდა

6012a3fd35e53
შოთა ტყეშელაშვილი
29.01.21 09:00
891
წლიურ ჭრილში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აშშ დოლარში გამოხატული კვადრატული მეტრის ფასი 7%-ით არის შემცირებული. TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დასრულებასთან ერთად შესამჩნევია უძრავ ქონებაზე გარიგებების შემცირება, ასევე განაცხადები ახალი იპოთეკების მიღებისთვის. 

2021 წლის პირველი სამუშაო კვირის, ანუ 15 იანვარი - 25 იანვრის პერიოდში იპოთეკების მოცულობა TBC ბანკში 43.7%-ით შემცირდა. უძრავი ქონების ტრანზაქციები 15-21 იანვრის პერიოდში წლიურად 22%-ით იყო შემცირებული. 

2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა უძრავი ქონების ფასების სტიმულირებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას აფინანსებდა. BMG-ის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკიდან ირკვევა, რომ პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხი სულ 8,443 მსესხებელს დაუსუბსიდება. ამასთან, გაცემული სესხების მთლიანი პორტფელი 827,949,335 ლარი იყო. 

შესაბამისად, სუბსიდირებული სესხის საშუალო მოცულობა 98,063 ლარია. 

რა იყო სუბსიდირების პროგრამის პირობები: 

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს; 
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში; 
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა); 
● სუბსიდია გაიცემოდა არაუმეტეს 200,000 ლარიან სესხებზე; 
● შეეხო მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღო იპოთეკური სესხი ახალ აშენებული ბინის შესაძენად.