13.სექტემბერი.2018 09:00
ეკონომიკა

თბილისში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრი აშენდება

თბილისში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრი აშენდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ანგარი აშენდება, რომელიც ყველა ტიპის ბოინგის თვითმფრინავს და Airbus A-320/330 - გაუწევს მომსახურებას. ანგარს კომპანია ,,ეარფლეინ ტექნიკსი“ ( Airplane Technics ) ააშენებს, რაშიც ის 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც კომპანიის დირექტორმა ვინჩენცო მორელიმ Bm.ge-ს განუცხადა, ანგარის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.

,,მოვემსახურებით ევროპის ქვეყნებს, ასევე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს და რუსეთს. საწყის ეტაპზე ანგარში100 ადამიანი დასაქმდება. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოში ამ სფეროს კადრების დეფიციტია, ამიტომ გადავწყვიტეთ და კადრებს ჩვენ თავად, ჩვენივე ფინანსური რესურსებით ვამზადებთ. გავხსენით კოლეჯი, სადაც ქართველი ახალგაზრდები საერთაშორისო დონის სწავლებას გადიან. კერძოდ, სტუდენტები EASA part 66 თეორიულ ტრენინგ კურსს შეისწავლიან, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი პრაქტიკულ სწავლებას ჩვენს კომპანიაში აგრძელებენ და შესამაბისად საქმდებიან“ - განუცხადა Bm.ge-ს ვინჩენცო მორელიმ.

კომპანია ,,ეარფლეინ ტექნიკსი“ საქართველოში 2015 წლის 27 ივლისს დაარსდა. კომპანიას ამ ეტაპზე სატესტო ანგარი აქვს, სადაც ქართულ და უცხოურ კომპანიებს ემსახურებიან, მათ შორისაა: KUWAIT Airways, Wataniya Airways, Air Arabia, Jazeera Airways, SCAT(ყაზახეთში) და სხვა.
ავტორი: მაია ბიწაძე

19.ივნისი.2019 15:35
159

როგორია ჯანდაცვის ახალი მინისტრის CV

ვრცლად
19.ივნისი.2019 15:25
21

ქართული სტარტაპი, რომელიც ქვეყანაში ინგლისურის ონლაინ-სწავლებაზე ზრუნავს

ვრცლად
19.ივნისი.2019 14:50
80

“საქართველოს ბანკი” ტაქსებში ახალ, საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს

ვრცლად
19.ივნისი.2019 14:42
45

BMW ევროპიდან 560 ათას ავტომობილს გაიწვევს.

ვრცლად
19.ივნისი.2019 14:26
117

„მენაშენეთა ასოციაცია“ სამშენებლო სექტორში კალაძის ახალ რეგულაციებს გაგებით ეკიდება

ვრცლად
19.ივნისი.2019 13:43
179

მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდება - კანონპროექტი პარლამენტშია

ვრცლად