14.ივნისი .2020 12:37

თბილისში სასტუმრო “შავი პომიდორი” დაიხურა

views 1359
უკან

სასტუმრო “შავი პომიდორის” თბილისი ფილიალი დაიხურა. მიზეზი პანდემიის პირობებში დახურული ბიზნესი და არარსებული ჯავშნებია. ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს დამფუძნებელმა ელენე ზამთარაძემ განუცხადა. როგორც ზამთარაძე ამბობს, ამ ეტაპზე სრული დატვირთვით მხოლოდ ქუთაისის ფილიალი იმუშავებს.

ზამთარაძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასტუმროებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს ბიზნესისთვის კრიტიკულად აფასებს.

“ახალი რეგულაციის მიხედვით სასტუმროში ორსართულიანი საწოლების გამოყენება აკრძალული გვაქვს.  რეგულაციების ჩამონათვალში არ არის არანაირი დეფინიცია, კონკრეტულად რა მოიზარება ამაში. შემიძლია გამოვიყენო მხოლოდ პირველი სართულები თუ საერთოდ არა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა, იქიდან გამომდინარე, რომ 14 ადგილი სასტუმროში ან უნდა გავაუქმო ან 14 ადგილიდან მხოლოდ 7 ავითვისო. თავისთავად მე შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მეზღუდება და ეს დამატებითი რეგულაციები კი ითხოვს დამატებით ფინანსებს. საყიდელია სპეციალური ტანსაცმელი, სადეზინფექციო ხსნარები, ეს ხარჯები კი ყველა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გამოწვევაა, რაც შესაძლოა დაუძლეველიც კი იყოს"-ამბობს სასტუმრო "შავი პომიდორის" დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა