"თბილისში დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მედია დაინტერესდა, თბილისში იგეგმება თუ არა შეზღუდვების დაწესება იმ ფონზე, როცა ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 297 ახალი შემთხვევა სწორედ დედაქალაქში გამოვლინდა.
"დღეს ვიმსჯელეთ საბჭოზე და გადაწყვეტილება შეზღუდვებზე მიღებული არ არის. მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით, რადგან ეს ფორმა კარგად მუშაობს როგორც სკოლების, ისე სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. ასევე, მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭირო იქნება ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტისთვის.
შეზღუდვებზე მსჯელობისას მხოლოდ დაავადებულების რიცხვი არ იქნება საკმარისი, რადგან ამ საკითხს განვიხილავთ ერთიან ჯაჭვში - ინფიცირებულების რაოდენობა, საწოლფონდი, მძიმე პაციენტები, კოვიდ-სასტუმროები და ა.შ. ამ ყველაფერზე მსჯელობის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას“, - განმარტა ტიკარაძემ.
14 ოქტომბრის სტატისტიკა:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 13521
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 7159
მათ შორის გარდაცვლილი - 109
კარანტინის რეჟიმში - 5590
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1393
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ