05.აპრილი.2016 18:50
ეკონომიკა

თბილისში სპეციალურად ტაქსებისთვის პარკინგის ადგილები შეიქმნება

თბილისში სპეციალურად ტაქსებისთვის პარკინგის ადგილები შეიქმნება
თბილისის მერია ტაქსების ლიცენზირების, ბრენდირებისა და აღრიცხვიანობის საკითხებზე მუშაობს. 2017 წლიდან ტაქსების რეგისტრაცია უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც შესაბამისი რეგლამენტი შეიქმნება, ანუ ის მოთხოვნები, რაც ტაქსის მძღოლებმა და მათმა ავტომობილებმა უნდა დააკმაყოფილონ, - თემის დეტალებით "ბიზნესკონტაქტთან" მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საუბრობს.

- ბატონო ირაკლი, რა იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რასაც შემდგომში უკვე რეგულაციები დაეფუძნება?

- თემა საინტერესოა და როდესაც ჩვენი მხრიდან რეგულაციის საკითხი გაჟღერდა, მას საკმაოდ აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. დღეს თბილისში ტაქსების სფერო დაურეგულირებელია და ყველა თანხმდება იმ საკითხზე, რომ გარკვეული თამაშის წესები აქ საჭიროა. უპირველესად, ამოსავალი წერტილი უსაფრთხოებაა, რომელიც როგორც ავტომობილს, ასევე მძღოლის კომპონენტს, ჩამოსულ სტუმრებს და იმ მოქალაქეებს უკავშირდება, რომლებიც ტაქსის საშუალებით გადაადგილდებიან, ისინი გარკვეული წესების თამაშის პირობებში ბევრად უფრო მოწესრიგებულ სივრცეში იქნებიან. ეს თემა ჯერ-ჯერობით დამუშავების პროცესშია. ჩვენ ჯგუფი შევქმენით, სადაც საკრებულოდან, მერიიდან და არასამთავრობო სექტორიდან სპეციალისტები ერთიანედებიან. ამ ეტაპზე იმ ძირითად პრინციპებს ვაყალიბებთ, რასაც უნდა მოიცავდეს ნებართვა იქნება, თუ ლიცენზია.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და ბევრი ადამიანისთვის შემოსავლის წყაროა, რაც მნიშნელოვანია და ამიტომ ვფიქრობთ, რომ პროექტი გარკვეულწილად ეტაპობრივად განხორციელდეს და ეს ეტაპობრივი განხორციელება მინიმალურ დანახარჯებთან იყოს დაკავშირებული.

უსაფრთხოების კომპონენტი ორ ნაწილად იყოფა. პირველი ავტომობილის უსაფრთხოების ნაწილს ეხება, რომელიც ძირითადად ავტომობილის ტექნიკურ გამართულობას მოიცავს და ეს მძღოლისთვის დამატებითი ხარჯი არ იქნება, რადგან ამ სისტემის დანერგვა საქართველოში ისედაც იგეგმება, უბრალოდ იქნება რამდენიმე დამატებითი ელემენტი, რომელიც შეიძლება დაემატოს ამ ტექნიკური დათვალიერების მომენტში მხოლოდ ტაქსის სერვისის განმახორციელებელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს. გარდა ამისა, მძღოლების ნაწილში ეს იქნება ის მინიმუმი, რომელიც მის ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და მინიმალურ უნარ-ჩვევებს უკავშირდება. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ ის საკითხები დაზუსტდეს, თუ რა რომელი მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

- აღნიშნულია, რომ რეგულაციაში სტიმულირების მექანიზმი იქნება ჩადებული, რას გულისხმობს ეს ნაწილი?

- სტიმულირების მექანიზმი უპირველესად, სპეციალურად ასეთი ტიპის ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილების შექმნას გულისხმობს, მათ სხვადასხვა ტიპის ობიექტებთან სპეციალურად გამოყოფილი ადგილები ექნებათ და ვფიქრობ, ეს ტაქსის სერვისის განმახორციელებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის საქმიანობას გარკვეულწილად გაამარტივებს.

- ბუნებრივია რეგულაციების ნაწილი ტაქსით მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს, მუნიციპალური ტრანსპორტის კუთხით რა იგეგმება?

- აბსოლუტურად გეთანხმებით, ტაქსი არ არის მხოლოდ ის სექტორი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტთან არის დაკავშირებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი პრაქტიკულად ყველა მიმართულებას მოიცავს. საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ეტაპზე, რასაც ჩენ ვაკეთებთ ეს არის ავტობუსების პარკის განახლების პროექტი და ალბათ იცით უკვე, რომ ტენდერში, რომელიც “იბიარდის“ მხარდაჭერით იყო გამოცხადებული, 16 მარტს ამ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აპრილის თვეში უკვე კომპანია გვეყოლება, რომელმაც დაახლოებით 170 ერთეული ავტობუსი უნდა შემოიყვანოს თბილისში. ეს ავტობუსების პარკის განახლების პირველი ეტაპია.

გარდა ამისა, მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის პროექტი და რამდენიმე საბაგიროს მშენებლობის პროექტი მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტები გრძელ ვადაშიც გაგრძელდეს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ამ ეტაპზე თბილისის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რომელსაც დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება და ვფიქრობთ, რომ ამის განხორციელებას ეტაპობრივად შევძლებთ.

27.მაისი.2019 15:03
28

"მალე ჩვენს ქალაქებში ქართული წარმოების ელექტრომობილები გამოჩნდება"

ვრცლად
27.მაისი.2019 14:42
25

"დეპუტატი იქნება თუ რიგითი ადამიანი, უნდა შევუერთდეთ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს"

ვრცლად
27.მაისი.2019 14:11
205

"Credit Suisse-გან აღებული სესხი კაბალურია“

ვრცლად
27.მაისი.2019 14:08
283

"თევზის წარმოება რომ არ გვაქვს, ეს ჩვენი ეკონომიკის ძალიან დიდი ჩავარდნაა"

ვრცლად
27.მაისი.2019 13:47
167

საპარტნიორო ფონდი სასტუმროების მშენებლობას აღარ დააფინანსებს

ვრცლად
27.მაისი.2019 13:46
122

პრემიერის დავალებით მინისტრები ჭიათურაში მაღაროელებთან ჩადიან

ვრცლად