მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში სრულად აცრილია მოსახლეობის 42.6%; აჭარაში - 31.7%; იმერეთში - 21.8% - აცრების გეოგრაფია

61a4e9dd2ed06
შოთა ტყეშელაშვილი
29.11.21 19:10
1928
დღეს NCDC-იმ გამოაქვეყნა სტატისტიკური ინფორმაცია თითოეულ რეგიონში რამდენი ადამიანია აცრილი, რომლის მიხედვითაც ყველაზე მეტი - 508,799 ადამიანი ორმაგი დოზით თბილისში აიცრა, თუმცა ამ სტატისტიკას არ ახლავს ინფორმაცია, პროცენტულად რომელ რეგიონში მთლიანი მოსახლეობის რა ნაწილი არის აცრილი. ამის გასაგებად კი რეგიონების მოსახლეობის ვაქცინირებულებთან შეფარდება არის შესაძლებელი.

რეგიონული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში პროპორციულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული თბილისშია, სადაც მთლიანი მოსახლეობის 46.5% - ერთჯერადად, 42.6% კი ორმაგად ვაქცინირებულია. ყველაზე დაბალი ვაქცინაციის დონე კი ქვემო ქართლშია, სადაც ერთი დოზით აცრილია 11.3% ხოლო ორმაგად ვაქცინირებულია მოსახლეობის 9.1%.

● თბილისი - ერთი დოზით აცრილია 554,765 ადამიანი; ორმაგად აცრილი 508,799 ადამიანი, ორმაგად ვაქცინირებულთა წილია 42.6%
● აჭარა - ერთი დოზით აცრილია 134,870 ადამიანი; ორმაგად აცრილი 112,125 ადამიანი, ორმაგად ვაქცინირებულთა წილია 31.7%
● იმერეთი - ერთი დოზით აცრილია 129,186 ადამიანი; ორმაგად აცრილი 105,404 ადამიანი, ორმაგად ვაქცინირებულთა წილია 21.8%
● სამეგრელო-ზემო სვანეთი - ერთი დოზით აცრილია 76,212 ადამიანი; ორმაგად აცრილი 63,248 ადამიანი, ორმაგად ვაქცინირებულთა წილია 20.4%
● შიდა ქართლი - ერთი დოზით აცრილია 61,733 ადამიანი; ორმაგად აცრილი 50,077 ადამიანი, ორმაგად ვაქცინირებულთა წილია 19.7%
● კახეთი - ერთი დოზით აცრილია 54,766 ადამიანი; ორმაგად აცრილი 44,537 ადამიანი, ორმაგად ვაქცინირებულთა წილია 14.4%
● ქვემო ქართლი - ერთი დოზით აცრილია 49,310 ადამიანი; ორმაგად აცრილი 39,609 ადამიანი, ორმაგად ვაქცინირებულთა წილია 9.1%
● გურია - ერთი დოზით აცრილია 29,262 ადამიანი; ორმაგად აცრილი 26,148 ადამიანი, ორმაგად ვაქცინირებულთა წილია 24.3%
● მცხეთა-მთიანეთი - ერთი დოზით აცრილია 25,769 ადამიანი; ორმაგად აცრილი 18,364 ადამიანი, ორმაგად ვაქცინირებულთა წილია 19.7%
● სამცხე-ჯავახეთი - ერთი დოზით აცრილია 22,418 ადამიანი; ორმაგად აცრილი 18,870 ადამიანი, ორმაგად ვაქცინირებულთა წილია 12.4%
● რაჭა ლეჩხუმი - ერთი დოზით აცრილია 8,996 ადამიანი; ორმაგად აცრილი 8,090 ადამიანი, ორმაგად ვაქცინირებულთა წილია 28.1%

ამჟამად საქართველოში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 1,146,766 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 30.8%, ხოლო სრულწლოვანი მოსახლეობის 40.4%-ია. ხოლო ორმაგად აცრილია 995,303 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 26.7%, ხოლო სრულწლოვანი მოსახლეობის 34.8%-ია. 

ფაქტი, რომ ვაქცინაციის დონე ყველაზე დაბალია ქვემო ქართლში, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობამ ეთნიკური უმცირესობისთვის ეფექტიანი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება ვერ შეძლო.