მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, ტექნოლოგიური ინსტიტუტი სრულად ფუნქციონირებას 7 წელში დაიწყებს

5718777cde776
BM.GE
21.04.16 10:42
3086
23 მაისს, თბილისში საფუძველი ჩაეყრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას.
 
ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.

ინსტიტუტს ექნება გამოყენებითი მნიშვნელობაც, რაც ეფუძნება მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მეთოდს - სიმსივნის ადრონულ თერაპიას.

როგორც ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორა, თემურ ლომთაძემ "საქმიან დილას" განუცხადა, ინსტიტუტის დასრულებას დაახლოებით 7 წელი დასჭირდება. მისივე თქმით, მსგავსი პროექტები ბოლო წლებში განხორციელდა იტალიასა და ავსტრიაშიც, სადაც მის დასრულებას ასევე 7 წელი დასჭირდა, იმისთვის რომ სამკურნალო ბაზის გამოყენება უკვე პაციენტებს შესძლებოდათ.

ტექნოლოგიური ინსტიტუტი დიღომში 24 000 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი გია დვალი იქნება.

პროექტის დაფინანსებას მთლიანად ახორციელებს ფონდი "ქართუ".