03.მარტი .2020 00:22

თბილისში უძრავი ქონების გაყიდვებით საბურთალო ლიდერობს - ISET-ის მიმოხილვა

views 679
უკან

თბილისი, აჭარა და კახეთი - ეს არის ის სამი რეგიონი, სადაც უძრავი ქონების გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

როგორც მიმოხილვაში წერია, 2019 წლის მეოთხე კვარტალში უძრავი ქონების გაყიდვების 40.7% თბილისზე მოდიოდა, მას მოჰყვება აჭარა 12,4%-ით და კახეთი 12.2%-ით. ყველაზე მაღალი წლიური ზრდა გაყიდვებში 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა (62.9%), მას მოჰყვება შიდა ქართლი(26.8%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (18.2%), და აჭარა (14.8%). თბილისში კი ამ მხრივ 5,6%-იანი კლება იყო.

ზოგადად 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი 4,7%-ით გაიზარდა მეოთხე კვარტალში. წლიურმა ზრდამ კი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3% აჩვენა.

ISET-ის უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ რეგისტრირებული გაყიდვების ნახევარზე მეტი ორ უმსხვილეს ქალაქში: თბილისსა და ბათუმში დაფიქსირდა.

თავად თბილისში კი საბურთალო ლიდერობს 3,591 ერთეულით(25.5%), მას მოჰყვება ვაკე 2,375 ერთეულით(16.9%) და გლდანი 1,609 ერთეულით(11.4%).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა