06.მაისი .2022 19:33

თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა გაზრდილია - TBC Capital

თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა გაზრდილია - TBC Capital
views 558
უკან

თიბისი კაპიტალის განახლებული მიმოხილვის თანახმად, 2022 წლის აპრილის პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მონაცემებთან შედარებით 9%-ითაა გაიზარდა.

ამავე პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შემცირებულია და 2021 წელთან შედარებით 8%-ს უტოლდება.

აპრილის თვეში არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვამ, თიბისი ბანკის არხებით, 2019 წლის მაჩვენებელს 17%-ით გადააჭარბა.

გასულ წელთან შედარებით, თიბისი ბაკის არხებით მთლიანი ფულადი გზავნილების შემოდინება 9%-ით შემცირდა. რუსეთიდან გზავნილების რაოდენობა კი 2021 წელსთან შედარებით 54%-ით გაიზარდა.

აპრილში სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები 37%-ით გაიზარდა.

რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები 126%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი - 168%-ით.

TBC Capital-ის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა