მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა გაზრდილია - TBC Capital

6290da7f8aae0
BM.GE
27.05.22 18:50
570
თიბისი კაპიტალი აღდგენის დინამიკის განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 1-19 მაისის პერიოდში, გასულ წელთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში 74%-ით გაიზარდა.

1-24 მაისის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შენელებულია და გასულ წელთან შედარებით 21%-ს უტოლდება.

1-21 მაისის პერიოდში თიბისი ბანკის არხებით არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვამ 2019 წლის მაჩვენებელს 22%-ით გადააჭარბა.

რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები 2019 წელთან შედარებით 128%-ით გაიზარდა. ხოლო ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები 120%-ითაა გაზრდილი.


თიბისის ინფორმაციით, გართობაზე უნაღდო დანახარჯები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 2019 წლის დონეს 60%-ით გადააჭარბა. ფიტნესზე უნაღდო ხარჯვა კითითქმის გაორმაგდა.