თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებებს აგრძელებს. ბოლო 10 დღის განმავლობაში უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის გამო 9 550 ლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა.
უფრო კონკრეტულად, 14 იანვრიდან 24 იანვრამდე 15 მოვაჭრეს 50-ლარიანი ჯარიმა დაეწერა, 6 მოვაჭრე განმეორებით კანონდარღვევის გამო 300 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 7 შემთხვევაში ვაჭრობა ავტომობილის საშუალებით ხორციელდებოდა, რაც 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
რაც შეეხება 2022 წელს, თბილისის მერიაში BMG-ის უთხრეს, რომ გარემოვაჭრეობის შემთხვევებზე სულ 445 ჯარიმა დაიწერა, 1 200-ზე მეტ შემთხვევაში კი ქონების კონფისკაცია განხორციელდა. გასულ წელს უნებართვო ვაჭრობის გამო დაწერილი ჯარიმების ოდენობა ჯამში 100 000 ლარს აღემატება.
მუნიციპალური ინსპექციის გარე ვაჭრობის მონიტორინგის განყოფილების უფროსი გიორგი ლოჩოშვილი BMG-სთან ამბობს, რომ განსაკუთრებული მონიტორინგი ვარკეთილისა და გლდანის მეტროებთან, ნავთლუღის ბაზართან, სადგურის მოედანზე, რიყისა და ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიებზე ხორციელდება. უახლოეს მომავალში მონიტორინგის გამკაცრება დიდუბისა და დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეც იგეგმება.
გარემოვაჭრეობის რეგულირება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის იურისდიქციაში შედის. კანონის თანახმად:
გარე ვაჭრობად მიიჩნევა ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით რეგულირდება გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობა და ამისათვის განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება