14.აგვისტო.2018 12:45
ტექნოლოგია

თბილისში წლის ბოლომდე „ბოთლიყლაპია აპარატები“ გამოჩნდება

თბილისში წლის ბოლომდე „ბოთლიყლაპია აპარატები“ გამოჩნდება
თბილისში „ბოთლიყლაპია აპარატები“ წლის ბოლომდე დაიდგმება, - ამის შესახებ bm.ge-iს თბილისის მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, ამ დროისთვის პროექტის ავტორ კუკური ბარამიძესთან ერთად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც ბარამიძე Bm.ge-თან აცხადებს, აპარატები პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის ერთგვარი ბანკომატი იქნება, რომლიდანაც მოქალაქეებს ფულის მიღების შესაძლებლობა ექნება.

“თუ მაგალითად, კოკა-კოლა 2.00 თეთრი ღირს, თქვენ მასში 2.20 თეთრის გადახდა მოგიწევთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასმელზე ფასი გაგეზარდათ. სხვაობას ანუ 20 თეთრს თქვენ უკან დაიბრუნებთ “ბოთლიყლაპია აპარატების” მეშვეობით”, -აცხადებს ბარამიძე.

მისივე თქმით, ბოთლის ჩაბარების ღირებულება განსაზღვრული იქნება იმ ფასით, რა ფასიც ყველა მყიდველს მოემატება სასმელებზე.

“თუ მყიდველს არ სურს (მაგ. 20 თეთრი) დაკარგოს მომატებული თანხა, მაშინ თავად ჩააბარებს ბოთლს ან გაჭირვებული ისარგებლებს ამ თანხით და მინიმუმ საკვების ფულის შოვნას შეძლებს”, - აცხადებს იდეის ავტორი.

ამასან, როგორც ბარამიძე ამბობს, პირველ ეპატზე აპარატები მხოლოდ პლასტმასის ბოთლებს ჩაიბარებს, თუმცა მოგვიანებით მუშაობა მინის ბოთლების აპარატებზეც დაიწყება.

რაც შეეხება, განთავსების ადგილებს, „ბოთლიყლაპია აპარატები“ ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ კი, საქართველოს სხვა რეგიონებში დაიდგმება.

შეგახსენებთ: „ბოთლიყლაპია აპარატების“ პროექტი “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში ხორციელდება. დედაქალაქის მერიაში, ამ დროისთვის, 11 იდეის განხილვა მიმდინარებს.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

21.მაისი.2019 21:20
259

„მაგთი“ და „სილქნეტი“ წლის ბოლომდე ტარიფებს ვეღარ გაზრდიან - კომისიამ კვლევა დაასრულა

ვრცლად
20.მაისი.2019 10:29
93

ისარგებლე Trade-In აქციით და გადაცვალე შენი სმარტფონი სამსუნგის უახლეს Galaxy S10-ზე

ვრცლად
15.მაისი.2019 22:10
932

Facebook-ი შეზღუდვებს აწესებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
529

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
06.აპრილი.2019 18:11
1452

ქართველების მიერ დაფუძნებული ფინტეკ კომპანია, რომელმაც ინვესტორებისგან 70 მლნ ევრო “მოქაჩა”

ვრცლად
02.აპრილი.2019 00:28
362

წარუმატებელი მოწყობილობები ტექნოლოგიების სფეროში

ვრცლად