მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სკვერი განახლდა

5defd6f97c0bf
BM.GE
10.12.19 23:41
1434
ყაზბეგის გამზირზე, N1 და N3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი განთავსდა, ასევე, LED განათება, საჩრდილობელი, გარე ტრენაჟორი და ყველა საჭირო ინვენტარი. ტერიტორია გამწვანდა და ხის ღობით შემოიფარგლა.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„სკვერის გარშემო რამდენიმე კორპუსია, რომლის მცხოვრებლები უკვე ლამაზ და კომფორტულ გარემოში შეძლებენ დასვენებას. რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდა. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გამწვანების სამუშაოებს. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო“, - განაცხადა
საბურთალოს გამგებელმა.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რომელიც კომპანია „ტაომ“ განახორციელა, გამგეობის ბიუჯეტიდან 99 026 ლარი დაიხარჯა.